ბრიტანეთის პრემიერსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ჩინეთს პრეზიდენტ სი ძინპინს შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე „გულახდილი საუბარი“ შედგა. ინფორმაციას euronews ბორის ჯონსონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკეს ვითარებაზე უკრაინაში. ეს იყო გულახდილი საუბარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ისევ ილაპარაკებენ“, - განაცხადეს ჯონსონის ოფისში. 

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ჯონსონს უთხრა, რომ ჩინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად. 

„სი ძინპინმა გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრინციპული პოზიცია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შექმნას პოლიტიკური საფუძვლები უკრაინის საკითხის გადასაჭრელად, ასევე უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ჩინეთი მზადაა ამ საკითხთან მიმართებით, კონსტრუქციული როლი შეარულოს“, - ნათქვანია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინი გააფრთხილა, რომ თუ სანქცირებულ რუსულ ბიზნესს დაეხმარება პასუხს აგებს. 

18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთიის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს მატერიალურად დაეხმარება.   

 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა

კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია